1891
წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი)
დაიბადა
გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში
საკუთარი
დაბადების
თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი
ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე,
სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით
ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.
დედა-მაკრინე
ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში
ვკითხულობთ:„...ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა
გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად,
ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი:აფხაზების, გურულისა და იმერლის“.
ძმა-აბესალომი (პროკლე)
პედაგოგი იყო.
1899
წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ
კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.
1900
წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1908
წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე
წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს“, „შავი ღრუბელი“
და სხვა.).
1908
წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი“.
1909
წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში“.
1910
წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლა, რადგან იგი
თავზარდაცემული იყო თავისი უახლესი მეგობრის, ნიჭიერი ახალგაზრდის ქუჩუ ქავთარაძის
(ფსევდონომით „დემონი“ აქვეყნებდა იგი თხზულებებს) თვით მკვლელობით.
1910
წელს-გალაკტიონმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის სოფელ
ფარცხნალაში, რომლის დახურვის მერე იგი მასწავლებლად გადადის ბათუმის მახლობლად.
1911 წლის
ივნისში-გალაკტიონ ტაბიძე მასწავლებლობას თავს ანებებს და საცხოვრებლად გადადის
ქუთაისში, სადაც მუშაობდა გაზეთების:„კოლხიდის“, „მნათობისა“ და „თანამედროვე აზრის“
რედაქციებში.
პერიოდიკაში
დაბეჭდილ მის ლექსებს აღტაცებით ხვდებიან:აკ. წერეთელი, კ. აბაშიძე, ი. გრიშაშვილი,
ტ. ტაბიძე, ივ. გომართელი, ალ. აბაშელი, რ. ფანცხავა (ხომლელი), აკ. პაპავა, ი.
იმედაშვილი და სხვა.
1912
წელს-გალაკტიონ ტაბიძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „თემის“ ლიტერატურულ კონკურსში,
სადაც მისმა ლექსმა „უხილავი“ მესამე პრემია დაიმსახურა.
1914 წელს-დიდი
ხნის მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ტუტკუ გვარამიას გამომცემლობაში, დაიბეჭდა
გალაკტიონ ტაბიძის ლექსების პირველი წიგნი.
1916
წელს-გალაკტიონ ტაბიძე დაქორწინდა და თავის მეუღლესთან, ოლღა ოკუჯავასთან ერთად,
გაემგზავრა მოსკოვში.
1918
წელს-გალაკტიონმა დაამთავრა მოსკოვის სცენისმოყვარეთა ექვსთვიანი სარეჟისორო
კურსები. ამავე წლის ზაფხულში იგი სამშობლოში დაბრუნდა.
1919
წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების მეორე კრებული
„თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ („არტისტული ყვავილები“).
1922
წელს-გალაკტიონ ტაბიძის რედაქტორობით საქართველოს მწერალთა კავშირი სცემდა ჟურნალ „ლომისს“.
1922-23
წელს-პოეტმა დაარსა საკუთარი ლიტერატურული ორგანო „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.
1924 წელს-ჟურნალ
„მნათობის“ მეხუთე ნომერში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის პოემა „მოგონებები იმ
დღეებისა, როცა იელვა“, რომელიც მწვავე პოეტური გამოძახილია 1921-24 წლებში
საქართველოში მომხდარი ტრაგედიისა.
სწაბჭოთა
მთავრობამ გალაკტიონი დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა ამ პოემის
დაბეჭვდისათვის, ხოლო აღნიშნული ჟურნალის ტირაჟი მთლიანად გაანადგურა.

1925 წელს-ჟურნალ
„მნათობის“ მეათე ნომერში იბეჭდება გალაკტიონის ასი ლექსი.
1927
წელს-გამოვიდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსების ერთტომეული, ე.წ. „ზარნიშიანი წიგნი“,
როგორც მას მოიხსენიებს ვახტანგ ჯავახაძე „უცნობში“.
1927 წელს-გამოდის
ერთდღიური გამოცემა „გალაკტიონი“, რომელშიც მოთავსებულია წერილები და ლექსები,
გალაკტიონისადმი მიძღვნილი. ქ. სოხუმში იმართება პოეტისადმი მიძღვნილი დიდი საზეიმო
საღამო, სადაც მას მიართმევენ ლირას წარწერით:„გალაკტიონს – პოეტების მეფეს“.
1927
წელს-ჩამოყალიბდა ქართველ მწერალთა ახალი ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონი“,
რომლის ფორმალურ წევრად გალაკტიონიც ითვლებოდა.
1928 წელს-ჩატარდა
პოეტის მოღვაწეობის 20 წლის იუბილე.
1928
წლიდან-გალაკტიონი იძულებით იწყებს თავის შემოქმედებაში ე.წ. „გარდატეხის პერიოდს“
და წერსა პოეტურ ციკლებს:„ეპოქა“, „პაციფიზმი“, „რევოლუციონერულ საქართველოს“ და
ა.შ.
1928
წელს-გალაკტიონ ტაბიძე მიავლინეს მოსკოვში, კომუნისტური ინტერნაციონალის მე-6
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის
სამრეწველო ქალაქებში სამოგზაუროდ.
1929
წელს-მთავრობამ გალაკტიონი სომხეთში ამოგზაურა.
1929
წელს-გალაკტიონის მეუღლე ოლღა ოკუჯავა უზბეკეთში გადაასახლეს, სადაც მან სამი წელი
დაჰყო.
1932
წელს-გალაკტიონ ტაბიძეს სახალხო პოეტის წოდება და ლენინის ორდენი მიეკუთვნა.
1935
წელს-გალაკტიონმა მონაწილეობა მიიღო კულტურის დავცის პარიზის მსოფლიო კონგრესის
მუშაობაში, სადაც იგი აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმის წევრად.
1937
წელს-ხელმეორედ დააპატიმრეს და სამუდამოდ გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე ოლღა
ოკუჯავა.
1938
წელს-საქართველოს მწერალთა კავშირმა გალაკტიონის სალიტერატურო მოღვაწეობის 30-ე
წლისთავის იუბილე.
1944
წელს-გალაკტიონ ტაბიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

1943 წელს-ზეიმით
აღინიშნა გალაკტიონის დაბადების 50-ე და სალიტერატურო მოღვაწეობის 35-ე წლისთავის
იუბილე.
1953-57
წლებში-გალაკტიონი განაგებდა საქართველოს მწერალთა კავშირის პოეზიის სექციას.
1959 წლის 17
მარტს-პოეტმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. იგი დასაფლავებულია მთაწმინდაზე.
2000 წლის
ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა,
როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა.წყარო
No comments:
Post a Comment